ანანიძე ლევან
გაზიარება

მხიარული მეზობლები ექსკლიუზივი

ღობის ახლოს მეზობლები
საუბრობენ მხიარულად:
_შენს ბაღჩიდან ჩემს ვენახზე
წაბლა ხაპი ამოსულა.
_ნუთუ მართლა?
_დიახ, დიახ,
თუ არ გჯერა, მოდი ნახე,
მთვარესავით იმ დალოცვილს
უელვარებს მზეზე სახე.
_როგორ ძლიერ გამიხარდა,
_მიკვირს, რატომ არ იცოდი?
_არ მეცალა,
_სად იყავი?
_აღმა-დაღმა დავდიოდი.
_როცა რთველი დასრულდება,
თოვლს დაიფენს მთა-სერები,
იმ წაბლა ხაპს შეწვავ მაშინ,
საღამოჟამს გვესტუმრები.
_ღმერთმა ტკბილად დაგაბეროს,
მეზობელო, რას სჯობს მაგას?
დიდ დარბაზში წამოვიწყებთ
საუბარს და ნარდის თამაშს.

??????