ყურშუბაძე-გვარიშვილი ნანული
გაზიარება

წმინდა ნინო ექსკლიუზივი

რა სიზმრიდან, რა ნობათით მოდიოდა,
ვარსკვლავივით მოციმციმე ქალი,
რა ბრწყინვალე, უჩვეულო ღამე იდგა,
ქალღმერთივით სათუთი და წყნარი,
წმინდა ნინო ცის ბილიკებს მოჰყვებოდა,
თითქოს ციდან ჩამოეშვა ფარდა,
ნატიფ წელზე ნაწნავები მოხვეოდა,
თვალები კი ცისკრის ზარით უელავდა.
ქრისტეს პერანგს დაეძებდა სულიწმინდა,
მიჰყვებოდა მაღლით ღრუბლის სვეტებს,
საქართველოს მზეს და მთვარეს ავედრებდა,
ვაზის ჯვარზე ჰყრიდა ცრემლის წვეთებს.
რა სიზმრიდან, რა ნობათით მოდიოდა,
თავისი თმით გადაწნული ჯვარით,
რა ბრწყინვალე, უჩვეულო ღამე იდგა,
ქალღმერთივით სათუთი და წყნარი.

??????