ყურშუბაძე-გვარიშვილი ნანული
გაზიარება

მე გელოდები ექსკლიუზივი

ნაღვლიან ქუჩებს ნაღვლიანი თვალებით ვუმზერ,
თითქოს ქუჩებიც იზიარებს ჩემს გულისწუხილს,
უცეცხლო ალი მომდებია სევდისფერ გულზე
და ზეცის მსგავსად ალბათ მალე დაიწყებს ქუხილს.
ირგვლივ სიჩუმე მოვარდნილა მიუსაფარი.
თითქოს სიცოსხლე ჩაესვენა ფიქრების ზღვაში
და ყოველივე თვალწინ დასრულდა როგორც ზღაპარი,
უმანკო სული თავშესაფარს დაეძებს ცაში.
სულ მალე ცაზე გაიელვებს თეთრი ღრუბლები,
უკუნი ღამე მიატოვებს ყველა სატანჯველს,
შენახარ ჩემი მაცოცხლებელი და დამღუპველიც,
ნუ მალოდინებ გევედრები სულის გადამრჩენს.

??????