ყურშუბაძე-გვარიშვილი ნანული
გაზიარება

გაზაფხული ექსკლიუზივი

ო, გაზაფხულო, ჩემი გული ისე აენთო,
თითქოს სულიდან წამოვიდა ლექსის კვირტები.
ლამაზ ბუნებას უკვე მწვანე ფერი დაედო,
აბა მითხარი, გაზაფხულო, კარგს რას გვპირდები?
დღეს ჩვენს გულებში ჩაფერფლილა სხივთა ნათელი,
რადგან საერთო სატკივარი გვაწუხებს ყველას,
დედაო ღვთისავ, დამილოცე ჩემი ქართველი,
რომ სევდიანი არ ითხოვდნენ მარადჯამს შველას.
ო, გაზაფხულო, მშვენიერო, დროთა ღვთაებავ,
აბედნიერე მომავალი ამ სამაისოდ,
ვხედავ სამშობლო გასაჭირის ქსელში გაება,
მთელი ქვეყანა ტკივილით და ცრემლით აივსო.
მინდა აპრილი აპრილობდეს, ია _ იობდეს,
არ მინდა ცაზე ბინდისფერი ნისლი ბოლავდეს.
დედის თვალებში სიხარულის ცრემლი ღვიოდეს,
ეს გაზაფხულიც ასე ლამაზად დაგვიბოლავდეს.

??????