ჯაფარიძე ნუგზარ
გაზიარება

ჩვენ ვიქნებით ექსკლიუზივი

                         ნარგიზ აბაშიძეს

თუნდ სიზმრად იყოს,
თუნდ ცხადად ახდეს,
დაგბრუნებოდეს შენი ქალაქი,
დედოფალს მეკვლედ თემური გახლდეს
და საქართველომ ხვავით, ბარაქით
წინ გაგიშალოს ფიანდაზებად
დაუნახავი ღვაწლიც, ამაგიც.

გაზაფხულს ნისლის ბლონდები შვენის,
შენი სამოსი ძოწისფერია,
გზაარეულებს ისევ შენ გვშველი,
ჩემი სიზმარიც ასახდენია.

მალე, სულ მალე გაიკრიფება,
ქარებს გაყვება ცივი ნისლები,
დაგვიბრუნდება ძველი დიდება,
ესენი წავლენ, ჩვენ კი ვიქნებით.

??????