გიორგაძე ქეთევან
გაზიარება

* * * დე, ცხელი სისხლით მახვილთან მხმობდეს ექსკლიუზივი

დე, ცხელი სისხლით მახვილთან მხმობდეს,
დაუღამები ყველა წადილი.
მიწვდეს ხავსიან, შიშიან ლოდებს
იქ ამოვაძრო სიქვდილს მახვილი.
ო,მაშინ მინდა შენს თვალწინ ვთრთოდე,
მარადიული და წამდათვლილი,
დაუღამები თვალები მოგწვდეს,
დაუღამებმა გამცნოს სახმილი,
დაუღამები თვალები მქონდეს,
დაუღამები ყველა წადილი...
გადაგიშალო ვარდისფერი გზა
ძველი ფრესკიდან ხელებგაშლილი...
ო, როგორ მინდა შენს თვალწინ მოვკვდე,
იქ ამოვაძრო სიკვდილს მახვილი.

??????