თურმანიძე თემურ
გაზიარება

რაა სიცოცხლე, თუ გითხრას ერთმა ექსკლიუზივი

რაა სიცოცხლე, თუ გითხრას ერთმა,
მე მოვკდე, შენ კი გაცოცხლოს ღმერთმა.
სიყვარულია, დიდი დარდია,
სიცოცხლე მხოლოდ ერთი ლანდია

სიყვარულია, სიხარულია
სიცოცხლე მხოლოდ ერთი წამია,
და ამიტომაც სიცოცხლეს
სიძულვილისთის არა სცალია.

რწმენა სიცოცხლის სილამაზეა
სულის საზრდოა , სიყვარულია.
სიცოცხლე ღმერთის საჩუქარი და
იმედია და სიხარულია.

მოთმინებაა, მიტევებაა,
აღსარება და სინანულია,
რწმენა სიცოცხლის სილამაზეა,
სიცოცხლე ღმერთის სიყვარულია.

??????