თურმანიძე თემურ
გაზიარება

რწმენის სიყვარულის ძეგლი დაედგა ექსკლიუზივი

სული გაყიდეს ოცდაათ ვერცხლად
და არა ჩვენი,ქრისტე,უფალი.
დღესაც ბევრი გვყავს გამყიდველი და
იუდას დარი ბოროტ–მურდალი.
ოცდაათ ვერცხლის რეკავს ზარები,
როგორ გაყიდეს სული მთავარი,
გადავარჩინოთ რწმენა და ერი,
შემდეგ ვარჩიოთ მტყუან–მართალი.
რწმენა გაყიდეს ,სული გაყიდეს,
და ჯოჯოხეთად იქცა მამული.
სიკეთის თესვა – მკაში კი არა,
ვართ სიძულვილის უღელს გაბმული.
უფალს მივენდოთ .ვიწამოთ ღმერთი,
,,სული ვასუქოთ ბევრად სჯობია“.
გადარჩენისთვის როცა ისწრაფვი,
არ დაგავიწყდეს ომი,ომია.
ჯვარზე გაკვრა და შემდეგ აღდგომა,
ღმერთის ძალით და ნებით აღსრულდა.
რწმენის სიყვარულს ძეგლი დაედგა
და უწმონოთა ჟამი დასრულდა.
ჟამი დასრულდა ბოროტებისა
და სულის ძერწვის დრო კი დაგვიდგა.
რწმენით ვიცხოვროთ ,რწმენით ვიღვაწოთ,
სანამ სამყარო პირით აღგვილა

??????