ფირცხალაიშვილი ზურაბ
გაზიარება

ჩათლახი ექსკლიუზივი

პატიოსნება სასჯელია?
დიპლომატიურად მოვიქცევი და ამ კითხვას არ ვუპასუხებ!
ბონდო პატიოსნებაზე მხოლოდ ერთხელ დაფიქრდა და საკუთარ თავში ისეთი გასაოცარი რამ აღმოაჩინა, ამ საკითხს მეორედ აღარ მიბრუნებია...
უმჯობესია თავად ბონდოს მოვუსმინოთ (საუბარი იტალიურ ეზოშია ჩაწერილი, როცა ბონდომ მეზობლები უხაზე დაპატიჟა და ოცბოთლიანი ღვინოც თან მოაყოლა).
- ჰოდა, კაცო, ერთ დღეს ზემოთ დამიბარეს და გამაფრთხილეს., ან
განყოფილების გამგე გიჩივის, კომბინატორიაო. ან გააჩუმე ის კაცი, ან თბილ ადგილს გამოეთხოვეო...
გაცეცხლებული მივედი ქარხანაში და განყოფილების გამგე დავიბარე. კერკეტი კაკალი აღმოჩნდა: არც მუქარამ გაჭრა და არც მოფერებამ. ბოლოს დიდი ფული შევთავაზე, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, მე პატიოსანი კაცი ვარ და ქარხნის ინტერესები მალაპარაკებსო...
სასამართლოს იმედზეღა დავრჩი: იქით მივდექი, აქეთ მოვდექი, გამოვნახე გავლენიანი პირი და ჯოჯოხეთი ქრთამით გავანათე. სასამართლომ, ბუნებრივია, გამამართლა, ხოლო მომჩივანს, როგორც ცილისმწამებელს, პირობითი სასჯელი დაადო...
ჩემზე ბედნიერი კაცი თუ იყო ამ ქვეყანაზე, არ მეგონა: ცა ისევ მაღლა იდგა, მიწა კი –დაბლა. ავდექი და ნაცნობ-მეგობრები რესტორანში დავპატიჟე. კარგადაც მოვულხინეთ.
სახლში რომ დავბრუნდი, ყველას ეძინა. სატუმრო ოთახში გამოვედი და გავაბოლე. მოზრდილ სარკეში ჩემი სახე დავლანდე: თვითკმაყოფილი სიფათი შემომცქეროდა გაღმიდან. ორეულმა შემომცინა, თავისთან მიმიხმო და თითი ლამის მკერდზე მაძგერა:
-შენც პატიოსანი კაცი გქვია, რაღა! იმ მოსამართლემ კი გაგამართლა, მაგრამ, სხვამ თუ არა, მე ხომ ვიცი, რა ჩათლახიც ხარ! – მერე იმდენი იცინა და იცინა, თვალებზე ცრემლები მოადგა...

??????