იოსელიანი ოტია
გაზიარება

ორი მელა 

მელა შეხვდა მელას. 

_ გამარჯობა, დაია!

_ გაგიმარჯოს დაიკო!

_ როგორ გიკითხო?

_ როგორც მკითხულობ. შენ როგორა ხარ?

_ როგორც შენ მკიტხულობ.

_ მშიერი ხარ თუ მაძღარი?

_ მშიერიცა ვარ და მაძღარიც, შენ?

_ მეც, მაძღარიც და მშიერიც.

_ როგორაა საქმე?

_ კარგადაც და ცუდადაც. შენი...

_ ასევე, ცუდადაც და კარგადაც. 

_ შენიანები როგორ არიან?

_ რა გითხრა, ხან ასე, ხან ისე. შენიანები?..

_ ისინიც ხან ისე, ხან ასე.

_ საით გაგიწევია?

_ საითაც თვალები იხედებიან. შენ, საით?

_ საითაც ფეხები წამიყვანს.

ვერც ერთმა ერთმანეთისა, ვერც ქვეყნისა, ვერაფერი გაიგო.

ჭავიდნენ. გულდაწყვეტილნი დაშორდნენ ერთმანეთს. არადა, ორივე ჭორიკანა იყო, მაგრამ ძნელია, როცა ორივე მაყუარაა და იცის, ვერც ერთი მოატყუებს და ვერც მეორე. სიმართლე კი, რომც თქვან, არც ერთს არ დაეჯერება, რაკი სიმართლის მთქმელი რომ იყვნენ, მატყუარებიც არ იქნებიან.

??????