ხოფერია გია
გაზიარება

* * * ბებერი ტროლეიბუსი ექსკლიუზივი

ბებერი ტროლეიბუსი გაძარცვული იდგა
გარაჟის ახლოს.
იგი ყოველთვის ერთ ხაზზე დადიოდა,
იმ ხაზის მეტი არაფერი უნახავს ცხოვრებაში.
(სხვა ტროლეიბუსებიც არიან ხაზის მონები,
ერთი წრიულობის, ერთნაირობის)
ახლა აგერ აგდია დაფეხვილი და უშნო,
ვერაფერს იხსენებს წარსულიდან,
რადგან ტყუილად იყო წარსულში,
ახლაც ტყუილადაა,
გამოდის - არასდროს ყოფილა.

??????