ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

ანტილექსი ექსკლიუზივი

ლექსი აღარ მეწერება: მომენატრა ანტილექსი,
ის წამიყვანს და მიმიყვანს ან ტაძარში ან დილეგში.
ბევრს ვერ დავწერ, დიდი-დიდი, მოვახერხო ანტიათი.
ვერც გრიგალი შემაჩერებს და ვერც ანტიგანთიადი.
გავთამამდი, გავხალისდი, კიდეც გავჯავარიანდი,
და გამოჩნდა ჰორიზონტზე ნაღდი ანტივარიანტი:
ასიოდე ანტიცხენი რიგში იდგა ბენზინისთვის,
თხა ვენახმა შეჭამა და იცინოდა პესიმისტი.
ისე უცებ მომეპარა, ვერ მოვასწრე შეხამება,
ცოლის ნათესავებივით ბუნდოვანი შეღამება.
თვალი ფრთხილად მოვარიდე გამართლებულ კურიოზებს
და ბიჭივით ავირბინე მთვარის ფუნიკულიორზე:
აქეთ იდგა ამირანი, იქით იდგა აქილევსი,
და მათ შორის მთვარესავით ამოვიდა ანტილაქსი.
1990

??????