ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

* * * სადაც შემხვდება ქუთაისის მატარებელი 

სადაც შემხვდება ქუთაისის 
მატარებელი, 
როცა შემხვდება ქუთაისის 
მატარებელი, 
ვერვინ გამასწრებს ქუთაისის 
მატარებლისკენ, 
ვერვინ მიმასწრებს ქუთაისის 
მატარებელთან, 
ვერვინ ამასწრებს ქუთაისის 
მატარებელზე, 
ვერვინ შემასწრებს ქუთაისის 
მატარებელში, 
ვერც ჩამომიყვანს ქუთაისის 
მატარებლიდან, 
თუკი შემხვდება ქუთაისის 
მატარებელი, 
როცა შემხვდება ქუთაისის 
მატარებელი, 
სადაც შემხვდება ქუთაისის 
მატარებელი.

??????