ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

ფრანგ მებობარს ექსკლიუზივი

(რა თქმა უნდა, ხუმრობით)
მომწონს თქვენი სიყვარული -
ეიფელის ოდენა,
მაგრამ უცებ მახსენდება
თქვენი გილიოტინა:
ვინც კი თავდადებულების
მზე აქო და ცა აქო
და ვინც თავი გამოიდო,
ყველამ თავი წააგო.
ხოლო ვინც თავს ევლებოდა
სამართლიან მოტივებს,
თავი გაამეტებინეს -
გააგილიოტინეს.
არ ცდებოდნენ, ასხვავებდნენ
უთავოს და თავიანს,
რადგან ტანი - დანარჩენი -
თავის ზედსართავია...
იცინოდა სიხარული,
სიყვარული ტიროდა,
ბევრი დარჩა - თავმოჭრილი
უგილიოტინოდაც...
თუ დაგჭირდეს, რას მიქვია
თმა და თვალი - გიშერი:
შენი გილიოტინა და
ჩემი - კისერი!

??????