ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

მელოდება ექსკლიუზივი

გაჭაღარავება და გამელოტება
უკვე მოვასწარი:
სიბერე მელოდება!
ან რა მეამაყება, ან რა მელუდიება:
ტაქსი მელოდება!
ლექსი მელოდება!
ვერ გადამიბირეს მე ლოთებმა:
ცოლი მელოდება!
შვილი მელოდება!
ძველი მეგობარი მელოდება!..
ძველი მელოდია მეორდება:
მიქელ გაბრიელი
ტაქსივით მელოდება!
1985

??????