ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

მავანი ექსკლიუზივი

ეს კაცი არავის არა ჰგავს,
ეს კაცი საშიში კაცია,
ვერ იჭერს ფარული კამერა,
არ შველის ილუმინაცია.
როდესაც საუბრობს, ცოტაღა
მაკლია, რომ ენა დამებას:
სიმართლე სიმართლეს არა ჰგავს,
სიიმართლე ჰგავს ცილისწამებას.
არც რამე ხალისი ეტყობა,
არც რამე ნიშანი ვარამის,
სახელი როგორღა დავარქვა,
როდესაც არა ჰგავს არავის?!
გაექცა ტყუპების სერობას,
ჩამორჩა წყვილების მარაქას
და ჩემთვის აღარც კი არსებობს,
რაკიღა არავის არა ჰგავს.
2000

??????