ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

ქარი ქრის 

ვიყიდი მობილურს, რომელმაც მისამართს დაადო ყადაღა,
ავკრიფავ ნომერს და ჩავმარცვლავ:
სადა ხარ? სადა ხარ? სადა ხარ?
ხმა მესმის: ამეწვა მარცხენა გული და მარჯვენა ლავიწი,
შენა ხარ, ნამდვილად შენა ხარ, 
ოღონდაც სადა ხარ, არ ვიცი.
აგორდა გორგალი ეჭვისა, რაკიღა თვალი თვალს მოშორდა,
და ფიქრი პატარა ბიჭივით გაშოლტა, მიშოლტა-მოშოლტა.
აგორდა, ცისფერი დამალა, მიმალა-მომალა, შენიღბა,
ცისფერი მწყურია მე შენი თვალები - და არა შენი ხმა.
აიჭრა კარტი და არ მყოფნის სიტყვები გამოსახატავად:
არ ვიცი, არ იცი, არ ვიცით:
სადა ხარ, სადა ვარ, სადა ვართ!
2001

??????