ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

* * * ყველას თითო რჩეული ყავს ექსკლიუზივი

ყველას თითო რჩეული ყავს,
ცის - მეფე და ვის - პაიკი,
მე კი ერთნაირად მიყვარს,
რაკი მიყვარს, - ის და იგი.
ვინ დამბადა,
ვინც გამზარდა,
ავღიღინდი მისი ნებით,
სულ სხვა ხმაზე ჭიკჭიკებენ
ისინი და ისინები.
რიგი ფერით განირჩევა,
რიგი - სისხლით, რიგი - ვენით,
ძველ ადგილებს იკავებენ
იგივე და იგივენი.
ხან ვტირი და ხან ვიცინი,
და ხან ჩუმად ვიგინები:
კვლავ სცენაზე გამოდიან
იგინივე იგინები.
1983

??????