ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

ვინები ექსკლიუზივი

თქვენი ნახვა ვისურვე
და გაცნობაც ვინებე,
მაგრამ ვერ კი გავიგე, 
ვინები ხართ, ვინები?
ვაკვირდები თქვენს სიტყვას,
ღიმილსა და მიმიკას,
თქვენს სიმღერას ვბაძავ და
ჩრდილიც თქვენს ჩრდილს მიმიგავს,
მაგრამ მაინც ვერასგზით
გეჩვევით და მეჩვევით
და ცალ-ცალკე ვქეიფობთ
მაჩვივით და მაჩვივით.
ენებს აირქილებენ,
სუფრებს აგვირგვინებენ,
სტუმრებს აპინგვინებენ
თქვენისთანა ვინები, -
და საგულეს აწყდება -
გადანერგილ გულივით -
გული ჩემი - გამწყრალი
უფლის განკარგულებით.
დარდით დავიტვირთები,
ბოღმით დავიზვინები,
როცა რაებს როშავენ
ვიგინდარა ვინები.
1987

??????