ჯავახაძე ვახტანგ
გაზიარება

* * * ისე მიყურებს ბითური ექსკლიუზივი

ისე მიყურებს ბითური,
თითქოს არ იყოს ბითური,
სდუმს და შენდება დუმილის
კედელი მონოლითური.
ისე მიყურებს ბითური,
თითქოს მე ვიყო ბითური,
თვალს არ მაშორებს, მზერა აქვს
ცივი და გამოფიტული.
მიყურებს, ისე მიყურებს,
როგორც ფიტული ფიტულებს,
მიშველეთ! გადამდებია: 
თანდატან გამაბითურებს.
 
1991

??????