აბესაძე (ზედვაკელი) გიო
გაზიარება

მარტო ხარ! 

ღამეა...წერას ვერ,სიგარეტს ვეჩვევი...
ანუ არ ვიწყებ...ვანებებ მოწევას.
ოთახში დილიდან თრეისი ჩეპმენი...
წამლები კარადის თავზე
და ბროწეულს
წურავენ, რომელიც უხდება მოქცევას
სისხლისას,მე რომ გამიდგა ძარღვებში.
პოეტი, რომელიც ერთ ტანში ოცია,
რომელიც აკვნიდან ლექსებზე დაგეშეს-
ვზივარ და ვიგონებ,ზოგადად,ინანას-
რომელიც ერთად იტევდა ცხრა სახელს...
ოდესღაც ვნებებით გადაღლილს მთლიანად.
არც ერთი ღელვიდან არ დამრჩა ნასახი...
რა გიკვირს...აღრიე სული და ხორცი და...
რომელი რომელს და... რაგვარად დავხატო.
ადექი, ძმაო და სუყველას მოცილდი,
გინდა სულს ..გინდა ხორცს...ჩააცვი, გახადე...
მარტო ხარ!
და სანამ მორჩება სახადი,
და სანამ მიგიღებს დიადი სასახელე.
წადი და სადმე ჯურღმულში დასახლდი.
ამ შავი სამოსით,უბრალოდ,ამ სახით...

??????