ყორშია ლანა (მე-კალ-მე)
გაზიარება

უსახლკარო ექსკლიუზივი

– უსახლკაროაო საბრალო – გადაულაპარაკა ერთმა მზესუმზირის
გამყიდველმა – მეორეს და იქვე, პარკის სკამზე ჩაძინებულ პატარა
ბიჭუნაზე მიანიშნა ხელით.
"უსახლკარო"– გავიმეორე გონებაში და შურით სავსე თვალებით
შევხედე მძინარეს. ნეტავ, მე ვიყო უსახლკარო. მთელი სახლი ზურგზე
მაწევს რაც დავიბადე. არავინ მყავს, რომ ხელი წამაშველოს და ჯაფა
შემიმსუბუქოს.
–ჩვენ ყველანი ჩვენს წილ ჭერს ვატარებთ ზურგით; – მითხრა
დედამ, როცა ცხოვრებისგან დაღლილმა ტირილით ვთხოვე მას,
ხელი წაეშველებინა.
ალბათ, ერთადერთი ვარ დედამიწაზე, ვისაც ასეთ მძიმე ტვირთად
დასწოლია მხარზე საკუთარი სამყოფელი.
ბედს უნდა შევურიგდე, სხვა რა გზაა? მე ხომ ლოკოკინა ვარ.
***
–ვაააიჰ! დამტოვა მგონი უსახლკაროდ ამ ოჯახდაქცეულმა!
გადამიარა ზედ! წალეკეს მთელი პარკი ამ ველოსიპედით მოსეირნე
ახალგაზრდებმა! ვააიმე! სახლი მტკივა საშინლად! დაინგრა მგონი!

??????