პაპიძე ნათია
გაზიარება

სიცილის ოთახი  

სარკეებიანი ოთახის ფართოდ გახელილ სარკეებში
დაკლაკნილ,მგესლავ ვასილისკოდ ვირეკლები,
ხან კუზიანი,
კახექსიურიც, ხან კი, ბრტყელტერფა.
სასაცილოა და... ვერ ვიცინი:
სხვებისთვის კია თავშესაქცევი.
რატომაც არა?!
ხშირად ხდება, რომ უცხოს თვალებში:
ჩემი სიელმე ამომიკითხავს;
მართლაც რომ კუზი ამომზრდია;
ან გველის ქერცლით დამფარვია მთელი სხეული.
და სწორედ მაშინ, - მე ოქროს – ვერცხლი მირჩევნია.
მათზე უკეთ კი, შენ იცი, ცაო,
შენ უკეთ იცი _ ვერ შ ე გ ი რ ჩ ი ნ ე.
დავრჩი მღიერად.
ვფრენ მღამიობად.
მომეცი ვერცხლი, რომ ჩემს ოქროს ვერრა დაარღვევს.
რაკიღა ვიცი, რომ აბეზარი ბუზის ზუზუნს
გაუტოლდება დანაგროვები სიტყვის ჩხრიალი:
არაღქმადი,
ვერშესმენადი.
ჰოდა, მაქციე ცივ, მდუმარე ოქროს ქვემძრომად,
სანამ ამოვალ,ამოვაღწევ, ცაო, შენამდი.

??????