ქადაგიძე ნინო
გაზიარება

მეტრფე  

მწყემსის მეტრფე ვარ,
მთის წვერზე ვცხოვრობ,
მიმწიფს ბალახი
ფიფქების ქოხში.
ცოტა არტოსი,
ნაკურთხი წყალი,
ან სეფისკვერი
საუზმედ მყოფნის.
ოცდაცამეტი
ცხვარი დამიდის
ფერისცვალების
იალაღებზე,
ხან ჭყინტი დილა
ამომყავს მუჭით,
ხან ღრუბელს ვარღვევ,
კუდიხრილას
ჯეჯიმზე ვქარგავ
წვიმების თხორით.
ამ მოფუსფუსე დილასავით
ნისლები-როგორც თაფლი და რძე
ბილიკზე მომდის.
მწყემსის მეტრფე ვარ,
მთის წვერზე ვცხოვრობ,
მიმწიფს ბალახი
ფიფქების ქოხში.
მე ესეც მყოფნის...

??????