ქადაგიძე ნინო
გაზიარება

მამალს გაეჩხირა ყელში ალიონი 

მამალს გაეჩხირა ყელში ალიონი,
ცოტაც....
იყივლებს და
კიდეც გათენდება,
ბუხარს წამოანთებს
ისევ ძველი დარდი
და ჭრელ ბალიშებზე
ძილი დაფეთდება.
მე კი დავუყვები ეზოს
ჭიშკრის ბოლოს ,
ანდა ღობის ძირში
ვიპოვი ნაკვალევს,
კალთას დავაფარებ
და გამოვაზამთრებ...
ეხლა გინდ მზე იყოს,
ან თუნდაც გაავდრდეს....
ფუძის ანგელოზებს
მარანში მოვიხმობ
და ქუდსაც წამოვხდი
ღვინიან ზედაშეს,
საბძელში მიკუჭულ
ჭინკებსაც დავაფრთხობ,
კერას არ ჩაგიქრობ
ქარიც რომ ბერავდეს.

მამალს გაეჩხირა ყელში ალიონი,
ცოტაც....
იყივლებს დაა
კიდეც გათენდება....

??????