არაბული გელა
გაზიარება

* * * თუკი მარტოობა მომელის ექსკლიუზივი

თუკი მარტოობა მომელის და,
გულიც უშენობით დაზაფრულა,
ჩვენი შეგრძნებების ობელისკთან
იქნებ ამოხეთქო გაზაფხულად,

იქნებ მაშინ მაინც გამტევანდე,
სანამ ჩამოცხება ივლისურად,
სანამ ძველ ხირიმსაც გავტენავდე
და მტერს მივაცლიდე თბილისურად

ტაიჭს მოვაფრინდე გაქროლებულს,
თუკი სიყვარულის მონა ვარ და,
იქნებ მაშინ მაინც ათრთოლებულ,
შენს გულს ვიხილავდე ოდნავადაც

როცა ქარები და ამინდები,
სურვილს მოგპარავენ მომეტებით,
ვეღარც დაგიცავენ რაინდები,
ვერც სხვას გაჩუქებენ პოეტები.

ო, ამ წუთისოფლის აკორდებიც,
მაინც საბოლოოდ იქ მიქრიან,
სადაც მხოლოდ უფალს ვაგონდებით,
როცა მხოლოდ მისით გვიფიქრია.

??????