ცხვარაძე ტარიელ
გაზიარება

ვალსი (მთარგმნელი: ცისანა ანთაძე) ექსკლიუზივი

ისევ ტრიალებს ძველი ფირფიტა,
და გრამაფონიც უკრავს ბებერი,
კედელს უხდება ნაცნობი ტილო,
თვით ცრემლებამდე სულის შემძვრელი.
ბედნიერ ღიმილს ასხივებს ბაგე,
დატყვევებული ჯადოსნურ ტრანსით,
გადაგვავიწყა წელთა სიმრავლე
და გვატრიალებს ნებაზე ვალსი.
ახალგაზრდობაც ჩანავლდა უცებ,
მარადიული სუიტის ალში,
მოდი, დავნებდეთ მუსიკის ტალღებს,
თავდავიწყებას მივეცეთ ვალსით...

??????