ჩიკვილაძე მარი
გაზიარება

თუ არა და... ექსკლიუზივი

შენი მშვიდი სუნთქვის ფონზე,
დავწერ ლექსებს,
შენს სიზმრებში შევიჭრები უკითხავად,
ფერად ზღაპრებს მოგიყვები ტყის მცველებზე,
სასთუმალთან დაგახვედრებ ფინჯან ყავას.

და ღიმილით რომ დაიწყებ, წუხელ იცი?...
გეტყვი ვიცი...
ვიცი, რადგან იქ ვიყავი,
შენ სიზმარსაც ვერ დაარქმევ უჩემობას,
მე შენს სულში ბუდეც კი მაქვს უხილავი.

გამიღიმე, ასეთი ვარ, მზესაც ვათბობ,
რადგან მზე ვარ,
მოვინდომებ და გაგათბობ,
თუ არა და... 
მთვარედ გაქცევ, ყინვის ღმერთად,
არასოდეს რომ არ გვნახონ
არსად ერთად...

??????