ჩიკვილაძე მარი
გაზიარება

სული შემიბერე ექსკლიუზივი

სული შემიბერე თორემ გავცივდი,
გამიცივდა გული და გრძნობა,
სული შემიბერე თორემ ფერფლად გადავიქეცი,
სული შემიბერე სანამ ცოტა მაინც თბილი ვარ,
სანამ ჯერ კიდევ შემიძლია,
და სურვილი მაქვს,
რომ გაგითბო ხელის გულები.

სული შემიბერე თორემ შეხედე,
ავდრის ღრუბლებმა ქარიშხალი გვამცნო ძლიერი,
მერე თვალების დახუჭვასაც ვეღარ მოასწრებ,
შემოგეყრები სახეზე და დამიბრმავდები,
მერე იმასაც ვერ დაინახავ,
როგორ წამიღებენ სხვაგან, 
სხვა ქალაქში,
დიდი კოცონის დასანთებად.

??????