ჩიკვილაძე მარი
გაზიარება

ერთი კიდევ უნდა შევსვა ექსკლიუზივი

მივყვებოდი ფიქრის გორას, 
ღამის აურზაურში, 
თითქოს ვიღაც დავიჭირე, 
თითქოს ვიღაც გავუშვი. 

"სიყვარულო ძალსა შენსა..." 
ადანდალი, დანდალი, 
გაფრენილა ჩიტი-გვრიტიც, 
ტყუილი თუ მართალი? 

"ფერი ფერსო, მადლი ღმერთსო",
გამიღიმე, რა იყო, 
პაწაწინა მნათობი ვარ 
გული ორად გაიყო. 

ჩამომისხით, ღვინო ჯამში, 
სიყვარული გამათბობს, 
ერთი კიდევ უნდა შევსვა, 
თუნდ უგონოდ დამათროს.

??????