ჩიკვილაძე მარი
გაზიარება

სოფლის ბოლოში ექსკლიუზივი

გულო გაჩუმდი და ნუღარ ტირი,
სროლა ისწავლე ისრისა,
ობლად ამოსულ ციცქნა გვირილას,
მიჯნურობა სურს მინდვრისა...

ქრიზანთემები ისევ ყვავიან,
და იცოტავა აპრილმა,
მზემ შვებულება თუ მოითხოვა,
ჰაერის სითბო აცივდა...

მიიძინებენ ჩვილი ობლები,
სიზმრად ხედავენ თბილ საწოლს,
კაცს ცოლი ჰყავდა თურმე ლამაზი,
მაინც ნატრობდა სხვისა ცოლს...

გულო, შენ მაინც ჩუ! ნუღარ ტირი!
ხომ ხედავ ურევს ქვეყანა...
ქალაქს ნათიბი ნორჩი ბალახი,
სოფელში, ურემს ეყარა...

??????