ვიიონი ფრანსუა
გაზიარება

უკუთქმათა ბალადა (მთარგმნელი: დავით წერედიანი) 

ოდენ მშიერი ზის უზრუნველი,
ოდენ კრავები მგლობენ ფარაში,
ოდენ მტერია კეთილმსურველი,
ოდენ მძინარე _ ფრთხილი დარაჯი,
ოდენ ქატოა კერძო ნუგბარი,
ოდენ მორწმუნე _ უფლის მგმობელი,
ოდენ ავყია _ ტკბილმოუბარი,
ოდენ მიჯნური _ ჭკვადაწყობილი.

ოდენ გამრჯეა ყოვლად მოცლილი,
ოდენ გულფიცხი _ დინჯი მსმენელი,
ოდენ დევნილი _ გზდალოცვილი,
ოდენ როსკიპი _ შეუცდენელი,
ოდენ რეგვენი _ გულისხმიერი,
ოდენ ბოგანო _ სუფრით ცნობილი,
ოდენ ალალი _ ყოვლად ცბიერი,
ოდენ მიჯნური _ ჭკვადაწყობილი.

ოდენ ზრუნვაა უდარდელობა,
ოდენ სიმორცხვე _ მრუშის ლირწება,
ოდენ მტოვრობა _ წმინდა ხელობა,
ოდენ პანღური ღრმა მოწიწება,
ოდენ ტავსლაფი _ განძი რჩეული,
ოდენ ორპირი _ ნაღდი ძმობილი,
ოდენ ჯანმრთელი _ მძიმედ სნეული,
ოდენ მიჯნური _ ჭკვადაწყობილი.

ვისაც გწყურიათ სიტყვა მართალი,
ისმინეთ ყველამ ჩემი თხრობილი,
იფქლი _ ნაცარი, თოვლი _ ღადარი,
ოდენ ჯაბანი _ გმირად შობილი,
ნატიფი ლექსი _ გაუმართავი,
ილხის მერემე _ დიდი სარდალი,
ოდენ მიჯნური _ ჭკვადაწყობილი.

??????