ბიბილაშვილი ზაზა
გაზიარება

* * * მარტო-მარტო 

მარტო-მარტო-მარტო-მარტო _
მარტოობის სევდის ზარი.
მარტოობის წვიმით მალტობს
მზაკვრობანი ბედისანი.
სარტყელში რომ მჩატედ არი _
ნებად დამყვა გამჩენისა _
მარტოობის სატევარი _
საომრად და სამშვენისად.
ეგ მახვილი კარგს ვერ იზამს _
ჟანგი ჭამს და... ვაი პატრონს! _
მეტი-მეტი _ წაქცევისას
ზედ
შუაზე გაიფატროს.
და მეც _ კაცი ერთი ღერი _
დავალ, ველი ვერაგ სარმას,
და რომ ვმღერი _ განა ვმღერი
ლაღად კისერანაღერი _
ამიშალა საღერღელი
მარტოობის სევდის ზარმა.

??????