ბიბილაშვილი ზაზა
გაზიარება

* * * აღმართს მივყვები ექსკლიუზივი

აღმართს მივყვები, ნისლიანს -
ნეტა რა ხელმა დახლართა!

მოვბრუნდე, საკმარისია -
გადაიქცევა დაღმართად.

ეჭვმაც მიკვნიტა, მოკვნიტა -
სახმილი გამინახევრა...

აფსუს, ის ხიდი, რომლითაც
უკან შემეძლო დახევა!

??????