ბიბილაშვილი ზაზა
გაზიარება

დაბრუნება ექსკლიუზივი

არყოფნის ელჩი და მცველი
დალეწეთ ფიალა შხამის!
ახლა შემაშინებს ჩქამიც
ბოროტი სიკვდილის ცელის.

წუთების ფოთოლი ცვივა:
წითელი, ყვითელი, მწვანეც.
ვაგროვებ მშვენიერ წამებს -
ზამთრისთვის ავასხამ მძივად.
მიწაზე კუშტი და მქრქალი
ამხვია ოქტომბრის ზეცა.
და წვიმის დალალებს წეწავს
თარეშად დაძრული ქარი.
სისხლის მეკარგება წვეთი,
ქვეყნის მათხოვარი დრო კი
მალე მომადგება დოქით -
იქნებ, გავატანო მეტი.
დ თუკი ვადამდე შევრჩი
აქაურ ვადიან საცავს,
გავქექავ საკუთარ ნაცარს
წამთა კრიალოსნით ხელში.

არყოფნის სიმშვიდის მცველი
წაიღეთ თოკი და შხამი!
ახლა შემაშინებს ჩქამიც
კაპასი სიკვდილის ცელის.

??????