ბიბილაშვილი ზაზა
გაზიარება

* * * სადღაც მუცლიდან ექსკლიუზივი

სადღაც მუცლიდან დოქს ცლიან,
ჭიქებს ალალად კოცნიან,
ალალბედისად მღერიან...

სიცოცხლე ქვიშის ბორცვია,
ერთი პატარა ბორცვია,
ნიავის ფრთაზე - მტვერია...

სიცოცხლე - ფოთლის კარავი,
თავზე დამჭკნარი კარავი...
სიცოცხლე ცეცხლმინთებული
ჩალის მორჩილი ღერია...

არა, ქორწილი არ არი,
არა, დღეობა არ არი,
ვინ იცის, დოქიც არ არი -
ემღერებათ და მღერიან...

??????