ჭილაძე ოთარ
გაზიარება

*** "ფოთოლი – წვიმის წვეთებივით სავსე" ექსკლიუზივი

ფოთოლი – წვიმის წვეთებივით სავსე – 
გამომიწოდა ხემ, როგორც პეშვი.
ცისარტყელები გადმოდგნენ მთაზე,
ისევ აყეფდა მდინარე ხევში
და ტყეშიც ისევ გახშირდა სოკო,
მაღლა წავიდა რძისფერი ნისლი,
ხბოს მოდენიდა პატარა გოგო,
მე ახლაც მახსოვს სიმღერა მისი.
1954წ

??????