ჭილაძე ოთარ
გაზიარება

*** "თქვენს აივანზე ყოველთვის გრილა" ექსკლიუზივი

თქვენს აივანზე ყოველთვის გრილა
ნამდვილ აივანს როგორც შეჰფერის.
შორს ბოლავს ქარხნის მაღალი მილი,
ჩაივლის ხოლმე მატარებელი...

მაგრამ, ძვირფასო, რაც უფრო დიდხანს
დავტკბები თქვენთან ყოფნის უფლებით,
თავს ვალდებულად ჩავთვლი რომ გითხრა,
რასაც დღეს ხათრით ვერ გეუბნები.
1956წ

??????