ჭილაძე ოთარ
გაზიარება

*** "ქარი არხევდა ყვითელ ნათურას" ექსკლიუზივი

ქარი არხევდა ყვითელ ნათურას 
და უზარმაზარ კალიებივით,
კედლებზე ხტოდნენ ჩვენი ლანდები.

ქარი არხევდა ყვითელ ნათურას
და გროვდებოდნენ ნათურის შუქზე
ძაღლები, მთვარეს მონატრულები.

ყვითელ ნათურას და ყვითელ კედლებს,
ყვითელ ქვაფენილს და ყვითელ ძაღლებს
შეუბრალებლად არხევდა ქარი.
1959წ

??????