სალვარიძე მზია
გაზიარება

მაჭახელას ფუტკარო ექსკლიუზივი

,,შეფრენილო ფუტკარო, წადი, მავანს უთხარო..."
 
ნეტაი, ჰაითკენ მიფრინავ
მაჭახელას ფუტკარო?
ბაბაის თქმული თუ გახსოვს,
გაღმელ ბერებს უთხარო:
ზედვაკიდან ვაკემდე,
ნისლი ღოღავს უჰალო...
ნეტაი,კიდევ რამდენ ხანს,
უნდა გუუძლოთ უფალო?
ხედავ, კარჩხლის წვერიდან
რაფერ დგება მზებერი,
ალბთ, ჩემმა ნენულამ
შემეითვალა ხებერი,
ჰოდა, გევდეთ კალოზე
დარდით გამოკამპულნი
და მევსმინოთ იქიდან
შემოთლილი ქართული.
ნეტაი, წრევლაი წვიმებმა
კერეკუჩხეს რა უყო,
ლაზარობა იზამეს
თუ ჩაჰკიდეს ქვაღორღი
ხიდიდან და დუუძახეს:
მზეო, აგზენ გაგორდი!
ვაი, თუ ხერთვისს ქილისეს
წვიმა გაცრა ყავარმა
სურო კედლებს მეედვა,
ეზო გაატალავრა,
ხავსი ხატებს შეუჩნდა,
გველი გაჩნდა ფუძეში
მაშინ რაღას ვჯახირობთ
დანა დევსოთ უბეში...
მაჭახელას ფუტკარო,
ქომო-ქომო იფრინე,
მინდა ნახო სოფლებში
რაფერ ეფათუნება
ჩემი გულის ჯიგარი
და მომიყვე ესხრიკვის
ბედი თუ ეთბუნება.
მაჭედარი ხარივით
გულო, ბევრის ტანია,
რა ვქნა, ბედმა ბუხრიდან
კდარი ამატანია
ისე ძალვან დამსხრიკა,
ისე დამახუხუნა,
რომ დამამხო ნაგრანი
თავზე, რაფერც ხუხულა.
ჰოდა, მიტომ ყველა დღე
გაღმითებზე ვლოცულობ,
მინდა დამღრალ უბეში
გული ავუფართქალო,
სანამ სული ქართული
ჯერ არ დანაძირება.
სანამ კარჩხლის წვეროიდან
მზე იმედით მაჭიხებს,
მაჭახელას ხევისკენ
აუყევი ფუტკარო!
* * *
მარა,ისვენ დაბრუნდი,
ბაბას უთხარ:- ვუთხარო....

??????