ჭილაძე ოთარ
გაზიარება

*** "ზანზარებს ხიდი" ექსკლიუზივი

ზანზარებს ხიდი მძიმე და მკვრივი.
კედლებს აწყდება ქარხნების ბოლი
და მიირწევა ცხენების მწკრივი 
აღრჭიალებულ მანქანებს შორის.

ჰიპოდრომისკენ მიჰყავთ ცხენები,
რომ ბებერ ფიქრებს ნოსწყდნენ დროებით...
და ვიტრინებში ირეკლებიან
გრძელი კისრები და თეძოები.
1960წ 

??????