მრევლიშვილი მაყვალა
გაზიარება

საწყალი კურდღელი  

ეს საწყალი კურდღელი
ძლიერ ავად გაგვიხდა;
არც სტაფილო ეამა,
ჩამოდნა და გაგვიხდა.
მოვიწვიეთ ექიმად
არჩილი და ხათუნა:
ოფლი მოადინეთო
დაარიგეს დათუნა.
შუბლზე ტილო დავადეთ,
ამოვუგეთ საბანი,
კოვზით გადავაყლაპეთ
უებარი წამალი.
ახლა მალე მორჩები,
არ გაინძრე საბანში,
გელოდებითუშენოდ
სულ არ გვინდა თამაში. 

??????