სამადაშვილი ზაალის ინტერვიუ
გაზიარება

ინტერვიუ ზაალ სამადაშვილთან 

უყვარს სიურრეალისტთა ძველი თამაშის გახსენება. რამდენჯერაც დააპირა ჩაეწერა - რისიმომხრეა და რას ეწინააღმდეგება, რა სძულს და რა უყვარს, იმდენჯერ დამუხრუჭდა. პირველი დაბრკოლება - თავს ცნობილ, სახელგანთქმულ პიროვნებად არ მიიჩნევს. მეორე დაბრკოლება - როგორც არ უნდ ააცოფებდეს პატრიოტული აღტყინებით აღფრთოვანება, პატრიოტიზმის საჯარო დემონსტრირება, ადამიანზე, რომელსაც "ტორტილა ფლეტის კვარტლის" მსგავსიმოთხრობის დაწერა შეუძლია, ვერაფრის დიდებით ვერ იტყვის - ვერ ვიტანო.
ძალიან უყვარს დიდი, კარგი, ნიჭიერი მწერლების ჩანაწერების კითხვა. არ უყვარს ხუთოსანი მოსწავლეების თემებივით შესრულებული "ნაწარმოებები". გურამ რჩეულიშვილის ხორკლიანობა ურჩევნია მავანთა გამართულობას, რადგან "შაშას რევოლუცია" მოთხრობაა, მათი თხზულებები კი გრამატიკულად უნაკლო წინადადებების ერთობლიობა...
ძალიან მოსწონს შეგირდობა, მოსწავლედ ყოფნა... მოსწავლეობას, შეგირდობას ბუნებრივ მდგომარეობად მიიჩნევს მწერლისთვის და თუკი ამ მდგომარეობაში ყოფნა მოსწონს, თავს უფლებას აძლევს, თქვას - მეც მწერალი ვყოფილვარო.
რამდენჯერაც უკითხავთ - თქვენ მწერალი ხართ? 
იმდენჯერ უპასუხია - რა ვიცი, მოთხრობებს ვწერ. 
მოსწავლეობა, შეგირდობა ხიბლავს და იქნებ ამიტომაც კომფორტს სკოლაში ეძებს, ბავშვობას უბრუნდება და ახლა უკვე დირექტორი სხვა შეგირდების კეთილდღეობაზე ზრუნავს. 
"სიამოვნებით ვუპასუხებდი, ვინმეს რომ ეკითხა..." - ჩაუნიშნავს ერთგან. 
გავთამამდი და ბევრი რამ ვკითხე. 
ზაალ სამადაშვილი დღეს ჩვენი სტუმარია.

"ახლა, როცა ძალიან გამიჭირდება ხოლმე, საფიქრალისა და საკეთებლის სიმძიმე როცა შემაკრთობს ხოლმე, ეს უმეტესად საღამოობით ხდება, ფანჯარასთან მივდივარ, ბალღივით მინაზე ცხვირმიჭყლეტილი გავყურებ ბნელ ქუჩას და ვცდილობ დავინახო თავდაღმართში მიმავალი მაღალი კაცი, რომელსაც ახალუხის კალთის ქვეშ შეფარებული, გასაჭირისგან დახსნილი, გულგამთბარი ბიჭი მიჰყავს...”
- ხშირად ყოფილა შენს ცხოვრებაში ეპიზოდები, როცა ასეთი სურათი დაგიხატავს? 
- ახლა იმ ასაკში ვარ, ამ ეპიზოდის მეორე პერსონაჟს რომ უფრო შევეფერები, ვიდრე პატარა ბიჭს. რომ გითხრა, ამგვარი დამოკიდებულებებით და ასეთი გამოვლინებებით განებივრებული ვიყავი-მეთქი, არ ვიქნები გულწრფელი. როცა უკმარისობის გრძნობა მეუფლება, მას ამგვარი გამონაგონებით ვივსებ ხოლმე.

"როცა სკოლა ერთი და იგივე ჭეშმარიტების გაუთავებელი ქადაგებით მოძღვარს ემსგავსებოდა, მასავით ერთფეროვანი ხდებოდა,ზღაპრებით ჯერ კიდევ სმენადაუკმაყოფილებელი ბიჭები ქუჩას ეტანებოდნენ."
- შეიძლება, ეს კითხვა არც გამჩენოდა, შენი ცხოვრების ახლანდელი ეტაპი სკოლისთვის რომ არ დაგეკავშირებინა. ახლა 53-ე საშუალო სკოლის დირექტორი ხარ. მოხვდი იქ, იმ სამყაროში, რომელშიც შენი მოთხრობების ბევრი პერსონაჟი ბუდობს. როგორია სკოლა დღეს? 
- ჭკვიანი, გონიერი, კეთილი მასწავლებლების დეფიციტი რომ არ იყოს,  სკოლაში არ აღმოვჩნდებოდი. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე. მე მაინც მგონია, რომ დროში გადავაადგილდი და მოვხვდი ბავშვობაში, სადაც თავს არცთუ კომფორტულად ვგრძნობდი და რადგან მსურდა, ამ სამყაროში, რბილად რომ ვთქვათ, კორექტივები შემეტანა, გადაწყვეტილებაც მივიღე და სკოლას დავუბრუნდი. ჩემი ბავშვობის ცხოვრებით მინდა, ვიცხოვრო. ვფიქრობ, იმ ამბიციების დაკმაყოფილება, რაც ამჯერად როგორც მასწავლებელს გამაჩნია, სწორედ ამ გზით შეიძლება.

"ჩხუბის დროს მეტოქის ვაჟკაცობითა და ძალით, მხოლოდ ლამაზად მოყოლილ ამბებში იხიბლებიან.. .
ჩხუბის დროს ჭვრეტა არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მოძრაობა, მიზანდასახული, გაღიზიანებასაყოლილი მოძრაობა."

- თუ იწვნიე ოდესმე მარცხი და თუ მოახერხე, წარუმატებლობა წარმატების საწინდარი გამხდარიყო? 
- ეს ისეთი თემაა, რომელზეც საჯაროდ საუბარი არათუ არ ღირს, არ მინდა. ტექნოლოგიური საიდუმლოა. ეს რომ გაგიმჟღავნო, შეიძლება, მომავალ წარმატებას ვეღარ ჩავუყარო საფუძველი. ასე რომ, სრულიად შეგნებულად არაფერს გეტყვი. მთელი ჩემი ცხოვრება წარმატება-წარუმატებლობებით არის აწყობილ-აკინძული. ჩემს თავს ბარონ მიუნჰაუზენს შევადარებდი, უფრო კონკრეტულად მის ერთ ამბავს - ჭაობში რომ ჩაეფლო  ცხენიანად და თავზე რომ მოიკიდა ხელი და ცხენიანად ამოხტა. სულ ასეთ რაღაცებს ვაკეთებ, ოღონდ, როგორ, არ ვამბობ.

"მონაყოლს აჯობა და ჩვეულებრივ, სანდო ადამიანად უქცია მწერალი..."
- თანამედროვედ რომ ვთქვათ, სჭირდება მწერალს პრომოუშენი? 
- რა თქმა უნდა, სჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ მწერალი ამით არ უნდა იყოს დაკავებული. ყველაფერი თავისთავად მოხდება. თუ შენ კარგად გამოგივა, თუ შენ საინტერესო გახდი, ვთქვათ, რამდენიმე ათეული თუ ასეული ადამიანისთვის, ზედმეტი ძალისხმევა აღარ დაგჭირდება. პოპულარულობისა ხშირად შურთ იმ ადამიანებს, რომლებიც ვერ არიან პოპულარულები, ანდა ოდესმე იყვნენ პოპულარულები, დღეს კი ჩრდილში მოექცნენ. ამ შემთხვევაში, უფრო საბჭოთა პერიოდს ვგულისხმობ. ვატყობ ხოლმე, როგორ ბრაზდებიან და მათ გაწბილებას პოპულარობის არასწორი აღქმით ვხსნი - თითქოს ჟურნალისტები, ტელეარხები, მედია ქმნის ვიღაც მწერლებს. ეს ასე არ არის. დავიწყოთ თავიდან, როცა ამა თუ იმ მწერლის პოპულარობა იწყება. მწერალი და ჟურნალისტი ერთმანეთს ხვდება. რატომ მივიდა ჟურნალისტი მაინცდამაინც მასთან? ესე იგი, ის რაღაცით საინტერესოა, წარმატებას მიაღწია, ხომ? დედამიწის ზურგზე სად გინახავს ჟურნალისტი, საზოგადოებისათვის უინტერესო ადამიანთაAნ მიდიოდეს?!  ასეთი ამბები არ ხდება. პარალელური პროცესები ვითარდება. თუ წარმატებას წარმატებაზე აღწევ, ინტერესიც ღვივდება და ჟურნალისტებიც გეხვევიან. რა თქმა უნდა, ამ უკანასკნელთ, დიდი წვლილი შეაქვთ წარმატებული ადამიანის პოპულარობაში, მაგრამ მათ შენც უნდა შეუწყო ხელი შენი საქმიანობით. თუ არაფერს წერ, არ ვარგიხარ - ყველაზე უნიჭიერესი ჟურნალისტიც კი ვერაფერს გახდება, გამორიცხულია. რამდენი კასეტაც არ უნდა დახარჯოს, რამდენი კადრიც არ უნდა გადაიღოს - არაფერი გამოუვა. პოპულარულ ადამიანად ვერ გაქცევს. ერთხელ გამოგაჩენს, ვთქვათ, მეორედაც, მაგრამ მესამედ და მეოთხედ ჩრდილში აღმოჩნდები. არა იმიტომ, რომ დაგჩაგრეს, არამედ იმიტომ, რომ თავად არ ვარგიხარ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში არ არსებობენ მწერლის აგენტები, მწერალი მაინც არ უნდა აკეთებდეს საკუთარი თავის პრომოუშენს, არ უნდა აფასებდეს თავის წიგნს, ნაწარმოებებს. ძალიან მეეჭვება, ის, ვინც ასე ირჯება, მართლა კარგი, პოპულარული და საინტერესო მწერალი იყოს.  ტყუილია.

"ყველას ხომ არ შეუძლია დაგაინტერესოს იმით, რაც თავად აინტერესებს, გაგაცნოს და ახლობლებად გიქციოს ის ადამიანები, ვინც თვალით არგინახავს და ვერც ვერასოდეს ნახავ..."
- შენ როგორ ახერხებ, დაგვაინტერესო იმით, რაც თავად გხიბლავს და გაინტერესებს, გაწუხებს და გტკივა? 
- ამ საიდუმლოს დიდი სიამოვნებით გაგანდობ - ეს არის ხელობა. ხელობა, უპირველეს ყოვლისა. როგორც არ უნდა გიყვარდეს გარემო, ადამიანი, ადამიანთა ჯგუფი, ვგულისხმობ იმ გარემოს, იმ ადამიანებს, ვინც შენი მომავალი მოთხრობის სამყაროდ უნდა იქცეს, რა კარგადაც არ უნდა გახსოვდეს დეტალები, თუ ხელობა არ იცი, მეტსაც გეტყვი - თუ არ ხარ ხელოსანი, ძალიან კარგი ოსტატი, ვერაფერს მოახერხებ. ამიტომ ჩემთვის, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაზე მეტად ვაფასებ არა იმას - რას წერენ, არამედ - როგორ წერენ. თუ მე, იშვიათად, ვახერხებ და თუ შენ ასე ფიქრობ, რაც ჩემთვის სასიხარულო და ძალიან სერიოზული კომპლიმენტია - ეს იმას ნიშნავს, რომ ოსტატობის გარკვეულ დონეს მივაღწიე. როგორც ჩანს, ჩემს ცხოვრებაში დადგა დრო, როცა შეგირდობის ასაკიდან გამოვედი და ოსტატობის სტანდარტებს ვუახლოვდები. მხოლოდ და მხოლოდ ეს არის, სხვა არაფერი. სტილისტები შემიყვარდა. ახლა უკვე განსაკუთრებულ ყურადღებას სტილს ვაქცევ.

"ერთი სიმღერა გამოსდით ამ რეპერტუარიდან ყველაზე უკეთ. სიმღერა, სახელად" Help."
- ხშირად ლაპარაკობენ ხოლმე მწერლის ხედვაზე, თვალზე. დღეს თუ ამჩნევ ქუჩაში ამ მოთხრობის გმირებს? 
- მაგის მეტს, აბა, რას ვხედავ?! პრინციპში, ეს სიმღერაც ხომ მათ ეძღვნებათ. მე ასე მგონია და ეს სიმღერაც ჩემთვის ამის სიმბოლოა. 
- მატერიალურის გარდა, რას გვთავაზობ, როგორ დავეხმაროთ? 
- პასუხი არ იქნება ცინცხალი და ორიგინალური. თანაგრძნობითა და თანადგომით, სიყვარულით უნდა შევუმსუბუქოთ ტკივილი. კაცობრიობას სხვა არაფერი მოუფიქრებია.

"ისინი მარტო სამუშაოა დგილებიდან არ არიან გამოდევნილები. მათ ვეღარ აღმოაჩენთ იქ, სადაც უწინ თვეში ერთხელ მაინც დაიარებოდნენ..."
- რა გახდა ამგვარ ადამიანთა მომრავლების მიზეზი? 
- სიდუხჭირე, ცხადია. მომიტევონ, ლიბერალური ღირებულებების მატარებელი მგონია ჩემი თავი, თუმცა ახლა მთლად ლიბერალივით ვერ ვლაპარაკობ, ყოველ შემთხვევაში, გულწრფელი ვარ. ხანდახან უნდა თქვა ასეთი რაღაცები. როცა დილიდან გამოდიხარ შინიდან, რომ რაღაAც მოიპოვო და მიუტანო სახლში მშიერ ცოლ-შვილს, რთულია ესთეტიკასა და ესთეტიკური სიამოვნებებით ტკბობაზე საუბარი. ყოველივე სწორედ ამით არის გამოწვეული და განპირობებული, თორემ სიამოვნებით მოუსმენდნენ მუსიკას, ივლიდნენ თეატრში, წაიკითხავდნენ წიგნს...
"-სულ ამათ უნდა უყურო? - იყვირა და ხელი ვიღაც თავგადახოტრილი ჯეელის ფოტოს მიაშვირა.
-აბა, შენ გიყურო? - გამოსცრა ბიჭმა და წამოწოლა დააპირა...
-მე უნდა მიყურო!"
- თავად ბიჭის მამას როგორ წარმოგიდგენია მამაშვილობა? 
- წინა შეკითხვის გაგრძელება გამოგვივიდა. ეს კაცი ზუსტად ისაა, ლუკმა-პურის შოვნას რომ არის გადაგებული, იოლად რომ ვერ შოულობს და ამ საქმისთვის მთლიანად იხარჯება. ამასობაში კი ძალიან მნიშვნელოვანი რამ გამორჩა, მისთვის დრო აღარ დარჩა. ცხოვრების რაღაც პერიოდში მოთხრობის პერსონაჟს ხელიდან გაუსხლტა ასევე პერსონაჟი ბიჭი. თუ საქმე მამაშვილობაზე მიდგა, ერთ რჩევას ყოველთვის ვაძლევ ხოლმე საკუთარ თავს და მკითხველებსაც გავანდობ - არ უნდა დაივიწყო საკუთარი ბავშვობა და ყმაწვილკაცობა, ანუ, არ უნდა დაივიწყო ბავშვობა, როცა შენი შვილი ბავშვია და არ უნდა დაივიწყო ყმაწვილკაცობა, როცა შენი შვილი ყმაწვილი კაცია. აქედან გამომდინარე უნდა გააკეთო დასკვნები, უნდა გაზომო თითოეული ნაბიჯი, საქციელი. არ ვამბობ, რომ ეს რჩევა ყველა პრობლემას მოხსნის, მაგრამ ნაწილს მაინც გადაჭრის. რომ გითხრა, ჩემს შვილთან იდეალური ურთიერთობა არსებობდა, არსებობს და მომავალშიც იარსებებს-მეთქი, წარმოუდგენელია, მაგრამ დაძაბული და რთული დამოკიდებულება არ გვქონია.

"ჩემი საქმე... ლექსების წერაა."
- რა არის შენი საქმე? 
- ახლა რაღაც ისეთი პასუხი გამომივა, ცოცხალ კლასიკოსებს რომ სჩვევიათ - ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე ცხოვრებაა. ყოველთვის მინდოდა, რომ მეცხოვრა, მენახა სამყარო და მიმეღო ცხოვრებისგან ის, რისი მიღებაც მსურდა და, შეძლებისდაგვარად, უდრტვინველად ამეტანა ის, რისი მიღებაც არ მინდოდა. ადამიანისთვის რაღაც საქმეების კეთებაზე - ხატვაზე, წიგნების წერაზე, მუსიკის შექმნაზე, სახლის აშენებაზე - მნიშვნელოვანი საქმე სწორედ ცხოვრებაა. მე მინდა, ვიცხოვრო.

"...მთვლიან თუ არა მწერლები თავიანთ კოლეგად, არ ვიცი, სამაგიეროდ მე უკვე ვბედავ და თავს მწერლად მოვიხსენიებ."
- პირველად როდის მოიხსენიე თავი მწერლად? 
- უნდა გამოგიტყდე, რომ ამის თქმა ახლაც ძალიან მიჭირს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვიცი იმის ფასი, რასაც ვაკეთებ, არ გეგონოს, გადაჭარბებულად ვაფასებდე საკუთარ თავს. ერთი კარგი თვისება მაქვს - საკუთარ ნახელავს სკეპტიკურად ვუყურებ ხოლმე. როგორც ჩანს, ამ სიტყვების დაწერის ჟამს ვიფიქრე, რომ დადგა დრო, თავი მწერლად მოვიხსენიო-მეთქი. ეტყობა, შევცდი. ხომ იცი, რასაც დაწერ, იმას ვერ ამოშლი, ჯობდა, არ დამეწერა. უცნობ ადამიანებს რომ ვეცნობი ხოლმე, როცა მეკითხებიან, რას საქმიანობთო, ვპასუხობ: მოთხრობებს ვწერ. მერე ისევ მისვამენ კითხვას:  ესე იგი, მწერალი ხართ? რაზეც მივუგებ: რა ვიცი, მოთხრობებს ვწერ.

"ნუთუ კარგი არაფერი ხდებოდა? რა არის სულ პირქუში ამბებით რომ იხსენებ ბავშვობას?! - მეტყვიან ხოლმე ხანდახან. ამჯერადაც პირქუში ამბით ვბრუნდები წარსულიდან აწმყოში?.."
- მართლა პირქუში ამბებით იხსენებ ბავშვობას? 
- გააჩნია, ვისთვის ვიხსენებ. 
- სხვადასხვანაირ ბავშვობას ხატავ? 
- რა თქმა უნდა. გააჩნია, რა მიზანს ვისახავ, როცა რაღაც ამბავს ვყვები და გააჩნია, ვის ვესაუბრები. იმისდა მიხედვით, ვის რა სჭირდება. არის ადამიანი, ვინც ჩემგან პირქუში ამბის გახსენებას ელოდება, ვიღაცისთვის პირიქით, სახალისო ამბავი უნდა მოვყვე. მოკლედ, საჭიროებისამებრ ვიქცევი. 
- ესე იგი, ცრუპენტელობ? 
- აბა, როგორ?! განა მწერლობა, უფრო სწორად კი, თხზვა, არ არის წილნაყარი ცრუპენტელობასთან კი არა, ცუღლუტობასთან? არის! ვინც იტყვის, რომ არ არის, ვფიქრობ, ცდება.

"ნუთუ ვერ ვეღირსები საკუთარ ოთახს, თუნდაც უფანჯროს, სადაც დავიდგამდი საწერ მაგიდას, თერმოსით ყავას ან ჩაის, გამოვიხურავდი კარს და შევუდგებოდი მოთხრობების წერას..."
- აისრულე ეს ოცნება? 
- ავისრულე და აღმოჩნდა, რომ ოთახიც მაქვს, საიდანაც მშვენიერი, ძველი თბილისის ხედი იშლება, და მანსარდაც. არ დამიწერია, მაგრამ მანსარდაში ცხოვრებაზე ყოველთვის ვოცნებობდი, მყუდროც არის, ზამთარში - თბილი, ზაფხულში - გრილი, საწერი მაგიდაც მიდგას, ყველაფერია, მაგრამ რად გინდა?! მაინც სამზარეულოში ვწერ. 
- ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია, არა? 
- დავჯდები ჩემს მანსარდაში და არაფერიც არ გამომდის. სამზარეულოში უნდა ჩავიდე, მშობლიურ გარემოში, სადაც ქალები რაღაცას საქმიანობენ, ფუსფუსებენ, საიდანღაც მეზობელი შემოგვძახებს, ჩაიდანი კივილს იწყებს - ეს არის ჩემთვის კომფორტული გარემო, აქ ვგრძნობ თავს კარგად და ამ ხმაურში მინდება მოთხრობების წერა. 
- როგორც ჩანს, ყველა ოცნება არ უნდა აისრულოს კაცმა... 
- ოცნების ასრულება ღირდა. მართლა კარგია, განსაკუთრებით, სტუმრებისთვის.

"დოსტოევსკიმ მართლა ბევრი რამ იცის დამცირებულთა და ღირსებაშელახულთა შესახებ,მაგრამ მე სერვანტესი მხიბლავს - სიამაყის დიდი მცოდნე."
- გაიხსენე ის წიგნი, რომელსაც ყველაზე მეტჯერ მიბრუნებიხარ და ყველაზე მეტად გიყვარს... 
- პირველ ადგილზე მაინც ჰიუგოა და მისი "საბრალონი". ბავშვობასა და ყმაწვილკაცობაში თავიდან ბოლომდე, თუ არ ვცდები, ხუთჯერ მაინც მაქვს წაკითხული. ახლა ადგილებს მოვინატრებ ხოლმე და ვკითხულობ. შეიძლება, რომელიმე ეპიზოდი ან თავი 5-6-ჯერ მაინც წავიკითხო. ადრე, აკი მოგახსენე, თავიდან ბოლომდე ჩავარაკრაკებდი ხოლმე. ჩემთვის ყველაზე გამორჩეული წიგნი ჰიუგოს "საბრალონია". 
- ახლახან თუ აღმოგიჩენია ისეთი რამ, რაც მანამდე მხედველობის მიღმა დაგრჩენია? 
- რა თქმა უნდა, ეს ხომ თითქმის ყველა მკითხველს ემართება. ერთი ასეთი ეპიზოდია - ლოთი სრულიად შემთხვევით შეეხეტება აჯანყების დროს დუქანში, მეორე თუ მესამე დღეს გაეღვიძება და დაინახავს, რომ აჯანყებულებს სიკვდილით სჯიან და იტყვის, მეც მათთან ერთად დამსაჯეთო და დახვრეტენ. ამდენჯერ მქონდა წაკითხული და ამ ეპიზოდისთვის ყურადღება დიდად არ მიმიქცევია. მეტსაც გეტყვი, ამბავიც ბუნდოვნად მახსოვდა. ახლახან, ერთი წლის წინ, ამოვიკითხე. წარმოიდგინე, რა გენიალური რომანია, სულ ასეთი ეპიზოდებით არის სავსე.
"ამჟამად უნდა ვწერო მოკლედ და ნერვიულად, რაც შეიძლება ნერვიულად..."

- მართლა შეგიძლია, შენს თავს უბრძანო, რომ ნერვიულად წერო? 
- ნერვიულად წერაში ვგულისხმობ, რომ ტექსტში მუხტი უნდა იყოს. შენი გულის ფეთქვა უნდა აგრძნობინო მკითხველს, ემოციები გადასცე, შთაბეჭდილებები, ვნებები გაუზიარო. ყოველთვის ამას ვცდილობ. ხან გამომდის, ხან - არა. ყოველ შემთხვევაში, განწყობა ყოველთვის საბრძოლოა. 
- ალბათ, როგორ უჭირთ ამ დროს შენს სამზარეულოში გაძლება?! გაგირბიან? 
-   რას ლაპარაკობ, მარტოობა არ მიყვარს. ძალიან ცუდად ვწერ. იქ ჟრიამული უნდა იყოს, ჟრიამულის გარეშე ჩემი მუშაობა წარმოუდგენელია.

"როცა ამბების თხზვა გაუჭირდებოდა ხოლმე, დღიურებს წერდა - წვრილი ასოებით ავსებდა პატარ-პატარა, უჯრულა ფურცლებიან ბლოკნოტებს..."
- დღიურების წერა, რატომღაც, ქალების საქმიანობად მიმაჩნდა. აკეთებ ხოლმე ჩანაწერებს? 
- პიანისტი ხომ ვარჯიშობს გამებით?! ჩემთვისაც ჩანაწერები, გინდა, დღიურები დაარქვი ან შთაბეჭდილებები, გამების ფუნქციას ასრულებს. ეს ტრენაჟია, გონებას და ხელს ავარჯიშებს, ფორმიდან რომ არ ამოვარდე.

"ვბაძავ ბევრ ვინმეს, ვბაძავ, ქართველსაც და უცხოელსაც. სურვილი იმისა, რომ შენი ფრაზაცზუსტი, ტევადი და დახვეწილი იყოს, სავსებით ბუნებრივი და ნორმალურია."
- ბოლოს და ბოლოს, ვის ბაძავ? 
- მიბაძვა რატომღაც პლაგიატობაში ერევათ ხოლმე და ვატყობ, როგორ რცხვენიათ, თუკი ვინმემ ვინმეს ნაწერი ვიღაცის ნახელავს შეადარა. მე კი პირდაპირ ვიტყვი - ყველა კარგმა მწერალმა, რომელიც კი წამიკითხავს, გავლენა იქონია ჩემზე. "საბრალონის" ეპიზოდს მივუბრუნდები - ბედნიერი კაცი ვიქნები, ამ ეპიზოდის მსგავსი მოთხრობა თუ დავწერე თავისი კონსტრუქციით, ექსპრესიით. ვინმემ რომ თქვას, ჰიუგოს ეპიზოდივით მოთხრობა დაწერა ზალიკომო, ჩავთვლი, რომ ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქათინაური მოვისმინე.

"ძალიან მიყვარს, როცა ლიტერატურაზე ლაპარაკობენ გადამდებად. მე მგონი მწერლებს კრიტიკოსებზე უკეთ გამოსდით ეს..."
- ლიტერატურაზე გადამდებად მოლაპარაკეთაგან, ალბათ, გამოარჩევდი ვინმეს... 
- დათო პაიჭაძის და მახო ხარბედიას ესეს თუ წერილს, რაც გინდა, ის დაარქვი, დიდი სიამოვნებით ვკითხულობ. ყოველთვის მაინტერესებს მათი მოსაზრება. ისინი კარგი ლიტერატორები არიან. ეს ადამიანები ძალიან საინტერესოდ და თანამედროვედ (ეს სიტყვა რაღაც არ მოსწონთ ხოლმე), დიახაც, თანამედროვედ, ეპოქის შესაბამისი სტანდარტებით აფასებენ ამა თუ იმ მწერალს. ისინი წარმატებულნი არიან. იმედია, ასეთ ადამიანთა რიცხვი იმატებს.

"პატარები თან მოგვისმენენ, თან ალიცლიცებულ ლანდებს მიაპყრობენ მზერას. გაიღვიძებს მათი წარმოსახვა, მოსმენილი ამბის შესატყვისად შეუცვლის ფორმას რომელიმე ნივთის დიდ ჩრდილს."
- ისევ სკოლას უნდა მივუბრუნდე. ვიცი, განზრახული გაქვს, კვირაობით მოსწავლეებს ლიტერატურაზე ესაუბრო. როგორ ფიქრობ, ადვილი იქნება, გააღვივო ინტერესი? 
- ამ შეკითხვაზე ძალიან თამამ პასუხს გაგცემ. შეიძლება, კადნიერებაში ჩამომართვან, მაგრამ მაინც ვიტყვი - ჩემთვის ეს ძნელი არ იქნება. ვთვლი, რომ შემიძლია, ლიტერატურისადმი ინტერესი გავაღვივო ბავშვებში.

"გინდათ, რომ მწერალი გახდეთ?.."
- გინდა, რომ მწერალი გახდე? 
- ბატონო? 
- შენი პასუხი უნდა იყოს - ვცდილობ. 
- ვცდილობ, თავისთავად, მაგრამ ეს არ იქნება საინტერესო პასუხი. 
- საინტერესო პასუხია... 
- მე ვცდილობ, რომ ჩემმა საყვარელმა თანამედროვე მწერლებმა მწერლად მომიხსენიონ.

თეა ყიფშიძე

??????