მრევლიშვილი მაყვალა
გაზიარება

დილა მშვიდობისა  

ჩიტო, ჩიტო, ნაცარა,
ვის უგალობ, ვისა?
შენ გიგალობ, პატარავ,
დილა მშვიდობისა!

მზეო, მზეო, ცხრათვალა,
ვის უცინი, ვისა?
გაიღვიძე, პატარავ,
დილა მშვიდობისა!

პაწაწინა ყვავილო,
რად გაშალე კვირტი?
შენთვის მინდა, პატარავ,
აბა დამაკვირდი!

მეც ახლავე ავდგები,
მეც დავიბან პირსა,
ყველას მივესალმები:
დილა მშვიდობისა!

??????