ჩანტლაძე შოთა
გაზიარება

* * * გავჩერებულვარ ექსკლიუზივი

გავჩერებულვარ, ვით სოფელში კედლის საათი.
იდუმალებით უცნაურით ვარ აღვსებული.
თოვლის ფიფქები ეშვებიან დაბლა ტაატით, -
თოვლის ფიფქები - შემკრთალი და არ არსებული.

აყვანილია სივრცე თითქოს მძიმე სინელით,
თოვლის ფიფქებიც მოგვითხრობენ რაღაც იდუმალს,
თითქო დუელში შეარხია თეთრი სიმები,
აწ აღარ უნდა დუმილს იდუმოს.
შავი ღრუბლები აღვსებულნი ცად გაკიდულან.

ოთახში თეთრი, იდუმალი არის ხალისი
და მაგიდაზე გაფენილა ვრცელი ქაღალდი...
ტრამვაის ზარის ნერვიული ხმა აღარ ისმის
და თეთრ ქაღალდზე დაიღვრება ნელი ღაღადი.

გავჩერებულვარ, ვით სოფელში კედლის საათი,
იდუმალებით უცნაურით ვარ აღვსებული.
და ჩემს ოთახში ციფერბლატი დადის ტაატით,
თოვლის ფიფქები სადღაც გაქრა არ არსებული.

1957

??????