ჩანტლაძე შოთა
გაზიარება

* * * ოთახში სიჩუმე ექსკლიუზივი

ოთახში სიჩუმე - თოვლისგან მოგვრილი,
დივანზე ისვენებს ნაზი ბალიშები,
ოთახში სითბო და ფანჯრებზე სიგრილე,
ფანჯრებში ფიფქები უანგარიშონი.
მაგიდა თითქოს რაღაცას გავალებს,
მელანი, კალამი, სურნელი „პრიმისა“,
როდესაც ოთახში პლიტაა ვარვარა, -
ფიქრში გაიელვებს დამფრთხალი პრიმუსი.
კედელზე რიდით აკრულა შპალერი,
ისეთი რიდით, რომ უყურებ - ვერ ამჩნევ,
და თუკი როგორმე შეამჩნევს თვალები,
და მერე თვალებს ვეღარც კი შეამჩნევ.
წიგნები მაგიდაზე - შენგან წაკითხული -
არ აღძრავს სურვილებს, ისევ წაიკითხო.
თოვლი ოთახიდან ვეღარ გაგიტყუებს,
ბევრიც რომ ითოვოს, ოფლშიც გაიხვითქოს.
და პლაშცი კიდია დასაკიდებელზე,
ირხევა, წრიალებს, მწარედ იტანჯება,
გარეთ გასასვლელად რაღაც მიზეზს ეძებს,
ასეთ კარგ ავდარში სახლში ვერ დარჩება.
შენ კი გეღიმება, მწარედ გეღიმება,
არ ფინდა პლაშჩის სხეულზე მიტმასნა,
მერე შეუმჩნევლად მოდის შეღამება
და სიყვარულით მიიწევ პლიტასთან.

1957

??????