ნადირაძე ნინია
გაზიარება

*** განისვენე სიმშვიდეში ექსკლიუზივი

განისვენე სიმშვიდეში, განათლდი და გასხივოსნდი, ლოს ანჯელეს,
შენი უძღები შვილი - ლეიკერსი ამ მატჩსაც მოიგებს.
მშვიდად იძინე, არ იღელვო,
შენი პატარა, ცისფერჯინსებიანი და თეთრბიუზჰალტერიანი
ანგელოზები ჭუჭყიანი ქუჩების დასალაგებლად ადრიანად გავიდნენ.
სიმშვიდეში განისვენე, ლოს ანჯელეს,
არაფერია სანერვიულო,
ყველაზე მაღალი მთიდან გადმოვდგებით
და შენ ფერფლს ისე გავანიავებთ.

??????