ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

* * * უმაღლეს მწვერვალთა მსუბუქო ღრუბელო! 

უმაღლეს მწვერვალთა მსუბუქო ღრუბელო!
შენ, როგორც კლდეებზე მერანი უბელო,
მიგაფრენს მუსუკის მღელვარე ნაკადი,
ხევების ქარის ხმა, ნამქერთა ღაღადი.
რა გრძნობა მომესმა, რა ცეცხლი, რა ნიჭი!
ეს არის დღეს ჩენთვის ახალი ნაბიჯი.
ქარბუქი, ნიავი, ხანძარი თუ  შუქი 
შენ უნდა გბაძავდეს და იყოს მსუბუქი...

??????