კალანდაძე ანა
გაზიარება

მკვდართა მზე ვარ... 

ორი ქვეყნის, ორი ქვეყნის საზღვრად ვდგევარ,
გულო, რისად მეხურები?
სხივმიმკრთალი, სხივმიმკვდარი მკვდართა მზე ვარ,
ჩემს სხივებში თამაშობენ ბეღურები...
კორჩიოტას,კორჩიოტას თესლი გალხვა,
ორთქლად მიდის ნესტიანი სუნთქვა მიწის;
ნაკადულის სიმღერებში სძინავს ღალღას...
ლხენით ვისმენ ვისმენ ბეღურების წივ-წივ,წივ-წივს...
ამოდიან, ბალახების სუნთქვა მესმის,
მაგრამ...მაინც გული რისად მეხურება?
ვარდის რტოზე შერჩენილი ხმელი თესლი
აკენკეს და გაიტაცეს ბეღურებმა...
ორი ქვეყნის, ორი ქვეყნის საზღვრად ვდგევარ,
გულო, რისად მეხურები?
სხივმიმკრთალი, სხივმიმკვდარი მკვდართა მზე ვარ,
ჩემს სხივებში ჟივჟივებენ ბეღურები...

1946 წელი.

??????