ბაირონი ჯორჯ
გაზიარება

მე და შენ დავშორდით...  

მე და შენ დავშორდით
მწუხარედ, დიდი ხნით; 
ცრემლებს ძლივს ვახშობდით
ნახევრად მშვიდი ხმით, 
ვიგრძენი — გაცივდა
ეგ ლოყა, ეგ კოცნა, 
მე სევდა მაცრიდა
იმ დღიდან საოცრად. 
ცისკარი ცვრიანი, 
მსუსხავი ქარები, 
ყოფილა ნიშანი
დღეის მწუხარების. 
გატეხე შენ ყველა
აღთქმა დაფიცილი, 
შენ გქვია შერცხვენა, 
მე მქვია — სირცხვილი; 
თუ სადმე გახსენეს, 
ვძრწივარხსენებაზე, 
თავზარით ვიხსენებ — 
როგორმეძვირფასე? 
იმათში ვინ არის, 
გცნობდეს ჩემზე მწარედ! 
მე დიდხანს გინანებ, 
გინანებ მხურვალედ... 
ვხვდებოდით იდუმალ, 
ახლა კი მარტო ვარ, 
და ვწუხვარკვლავ ჩუმად
შენსას გულმჩატობას. 
გავლენ გრძელი წლები, 
თუ შეგხვდი ურვილი, 
გაგეცნაურები
ცრემლით და დუმილით.

??????